Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მედვედევი ევროკავშირთან ბოლო სამიტს მართავს


ბრიუსელში იმართება ევროკავშირ-რუსეთის სამიტი, რომელიც არის ამ სახის ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისათვის. მედვედევი არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელთა შედეგადაც, თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ გაიმარჯვებს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი. ევროკავშირის მხრიდან სამიტის მონაწილეებს შორის არიან ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი. მოლაპარაკებებზე განიხილავენ ევროკავშირისა და რუსეთის თანამშრომლობას ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებში, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამყარების პერსპექტივას და რუსეთის შესაძლო მონაწილეობას ევროზონის ფინანსური სტაბილიზაციის მხარდაჭერაში. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირი გამოთქვამს ასევე რუსეთში საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით გამოწვეულ შეშფოთებას და წამოჭრის საქართველოს საკითხს.
XS
SM
MD
LG