Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში საპროტესტო აქცია გამართეს ჯიოევას მომხრეებმა


დღეს ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეებმა. მათ გააპროტესტეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თანამდებობები შეინარჩუნეს გენერალურმა პროკურორმა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ. შესაბამისად, დაირღვა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ რუსეთის შუამავლობით 9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება. თავად ალა ჯიოევამ რუსეთის ხელისუფლებას საგანგებო მიმართვა გაუგზავნა და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ გააფრთხილა. როგორც სააგენტო ”რესი” იუწყება, დღევანდელი საპროტესტო აქცია დაწყებიდან მცირე ხანში დასრულდა, რადგან ორგანიზატორთა განცხადებით, არასანქცირებული იყო. მათივე ინფორმაციით, თუ 9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების პუნქტები არ შესრულდება, ცხინვალის მერიას ოფიციალური განაცხადით მიმართავენ და 18 დეკემბრიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს განაახლებენ.
XS
SM
MD
LG