Accessibility links

პუტინის კონკურენტი აპირებს, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ხოდორკოვსკის შეწყალებას


რუსმა მილიარდერმა, მიხაილ პროხოროვმა, რომელიც აპირებს ვლადიმირ პუტინისათვის კონკურენციის გაწევას მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეიწყალებს რუსეთში ერთ დროს უმდიდრეს ადამიანს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხაილ ხოდორკოვსკის. პროხოროვმა, რომლის ქონებაც 18 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, მიმდინარე კვირაში გამოაცხადა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თითქმის ეჭვს არ იწვევს ამ არჩევნებში პუტინის გამარჯვება. ზოგი მიმომხილველის ვარაუდით, პროხოროვი იქნება არა პუტინის რეალური მეტოქე, არამედ თავისი კანდიდატურით ემსახურება ამომრჩევლის დაშოშმინებას რუსეთში საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეული პროტესტის გამო.
XS
SM
MD
LG