Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტი ნომინირებულია მორიგი ვადითაც


თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი დღეს ნომინირებულ იქნა პრეზიდენტობის მორიგი ვადისთვის, რასაც მიემხრო თითქმის ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია შუა აზიის ამ რესპუბლიკაში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, თურქმენეთში რეგისტრირებულმა ერთადერთმა პარტიამ, თურქმენეთის დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა ბერდიმუხამედოვის კანდიდატურა, რასაც მიემხრო „თურქმენეთის ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ახალგაზრდული, ქალთა გაერთიანებები და დიდი სამამულო ომის ვეტერანთა საბჭო“. საპრეზიდენტო არჩევნები 12 თებერვალს უნდა გაიმართოს. ბერდიმუხამედოვის გარდა, ჯერ არავის წამოუყენებია თავისი კანდიდატურა.
XS
SM
MD
LG