Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი აქტივისტების ცნობით, მეამბოხეებმა მოკლეს 27 ჯარისკაცი


სირიელი აქტივისტების ცნობით, სამხრეთ სირიაში დეზერტირებმა მოკლეს 27 ჯარისკაცი, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრე ძალებზე ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმებისას მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები მმართველი რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით. ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია“ იუწყება, რომ შეტაკებები მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ დარააში და მის აღმოსავლეთით მდებარე ბლოკპოსტთან. გაეროს მონაცემებით, სირიაში 5000-მდე ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს ამ ქვეყანაში მარტში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.
XS
SM
MD
LG