Accessibility links

logo-print

თალიბანი: საერთაშორისო კოალიცია ავღანეთში ომს აგებს


თალიბანმა დღეს უარყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლეონ პანეტას განცხადება, რომ აშშ იგებს ათწლიან ომს ავღანეთში. თალიბანის თანახმად, საერთაშორისო ჯარმა ერთპროცენტიან წარმატებასაც ვერ მიაღწია. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ მეამბოხეები არიან ისინი, ვინც, სინამდვილეში უფრო ძლიერი ხდება. პანეტამ, გუშინ, ავღანეთში სტუმრობისას თქვა, რომ აშშ-ის ჯარი „სწორი მიმართულებით მიდის და რომ აშშ იმარჯვებს ამ ძალიან რთულ კონფლიქტში“. ვაშინგტონს, გაისად, წლის ბოლოსთვის თავისი 33 ათასი სამხედრო ავღანეთიდან საბოლოო გაჰყავს. მისი ყურადღება ახლა ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნისკენაა მიმართული. 2014 წლისთვის ყველა უცხოელმა საბრძოლო შენაერთმა უნდა დატოვოს ავღანეთი. იქ დარჩენილი სამხედრობი ავღანელების წვრთნის საქმეში ჩაერთვებიან.
XS
SM
MD
LG