Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაეროს სირიასთნ დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი შესთავაზა


რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში გაავრცელა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიმართულია სირიის კრიზისის დასაძლევად. დოკუმენტში დადმობილია ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, თუმცა არაფერია ნათვამი დამასკოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ. დასავლელი დიპლომატების განცხადებით პროექტი არასაკმარისად მკაცრია, თუმცა მზად არიან მის განსახილველად და დოკუმენტის ტექსტზე სამუშაოდ. მსოფლიო თანამეგობრობა რამდენიემ თვის განმავლობაში ცდილობს აიძულოს სირიის პრეზიდენტი ბაშრ ასადი შეწყვიტოს რეპრესიები საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, თუმცა სანქციებს სირიის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი და ჩინეთი ბლოკავდნენ.
XS
SM
MD
LG