Accessibility links

logo-print

ერიკ რუბინი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


ერიკ რუბინისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა აშშ-ის საელჩოში

ერიკ რუბინისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა აშშ-ის საელჩოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ერიკ რუბინთან შეხვედრას ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე, კახა შარტავა, გიორგი თარგამაძე.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისაუბრეს საარჩევნო გარემოს შესახებ, აგრეთვე "იმაზე, თუ რა ცვლილებები გამოიწვია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ და რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკამ დიდი ყურადღებით შეისწავლოს ის თავდასხმები, რომლებიც მოდის ხელისუფლების, საგადასახადო სამსახურებისა და მედიის მხრიდან ჩვენს პოლიტიკურ ალიანსზე".

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან შეხვედრის დროს საგარეო გამოწვევებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ამის შესახებ დავით გამყრელიძემ შეხვედრის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:

"საუბრის თემები იყო ასევე მომავალი წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება და რეალური პოლიტიკური კონკურენციის შექმნა, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გადაჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დამოუკიდებელი სასამართლო, ადამიანის უფლებები და რეალური დემოკრატია".

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი საქართველოს გუშინ ეწვია.
XS
SM
MD
LG