Accessibility links

logo-print

კრისტინ ლაგარდი: გლობალურ ეკონომიკას „პირქუში“ პერსპექტივა აქვს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივა „საკმაოდ პირქუშია“ და გამოსასწორებლად საჭიროებს ყველა ქვეყნის მოქმედებას, რაც ეხება, უწინარეს ყოვლისა, ვალების მქონე სახელმწიფოებს ევროპაში. ლაგარდმა ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას განაცხადა: „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივა მოცემულ მომენტში მაინცდამაინც მომხიბვლელი არ არის, საკმაოდ პირქუშია და თითქმის ყველგან, საითაც გაიხედები, დაღმასვლას განიცდის, დაღმასვლის საფრთხის წინაშეა, უფრო ნელა იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, დეფიციტი მეტია, ვიდრე ვარაუდობდნენ და საჯარო სექტორის ფინანსები მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში არ არის. და ეს ეხება, შეიძლება ითქვას, მთელს მსოფლიოს“. ლაგარდმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც სარეიტინგო კომპანია "ფიტჩმა" ხუთშაბათს შეამცირა მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან რამდენიმეს მაჩვენებლები, მათ შორის არიან „გოლდმენ საქსი“ და „დოიჩე ბანკი“. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ „ფიტჩმა“ გაზარდა საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელი, რომელიც იყო „B+“. ახლა ეს მაჩვენებელი გახდა „BB -“.
XS
SM
MD
LG