Accessibility links

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება რუსეთის მისაღებად


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის წევრად მიიღებს რუსეთს, ამ საკითხზე 18 წელი მოლაპარაკების შემდეგ. ორგანიზაციის მინისტერიალზე, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს, რუსეთი მიიღებს ოფიციალურ მოსაწვევს. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკას სარგებელს მოუტანს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება. ამ მიმართულებით რუსეთის ძალისხმევას, რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, ბოლო დაბრკოლება მოეხსნა გასულ თვეში, 9 ნოემბერს, როცა კომპრომისული შეთანხმებით დასრულდა საქართველოსთან შვეიცარიის შეამავლობით მოლაპარაკება. შეთანხმება ეხება რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის გაკონტროლებას. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიცირებულ იქნება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ.
XS
SM
MD
LG