Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი: არ შეიძლება საერთაშორისო სამართალი შერჩევით სჯიდეს დამნაშავეებს


2008 წელს საქართველოში ეთნოწმენდა მოხდა და დამნაშავეები საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ, - ამის შესახებ, როგორც რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახური იუწყება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა გაეროში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-10 კონგრესის სხდომაზე. ხიდაშელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს მიმართა და აგვისტოს ომის დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა. "არ შეიძლება საერთაშორისო სამართალი შერჩევით სჯიდეს დამნაშავეებს, იმის მიხედვით, ქვეყანა დიდია, თუ პატარა ან როგორია მისი გავლენა მსოფლიოში”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომელიც საქართველოში 19 დეკემბერს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG