Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტროს” ჟურნალისტები მოითხოვენ არხის სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას


16 საათზე დაიწყება ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომელთა საპროტესტო აქცია თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან. ”მაესტროს” ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობისთვის ხელისშეშლის შეწყვეტასა და არხის სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას მოითხოვენ. ტელეკომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს შსს-ს მთავარმა სამმართველომ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს "მაესტროს" ტერიტორია, რაც დღემდე არ აღსრულებულა. არხის ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ "მაესტროს" მესაკუთრეთა მოთხოვნა, რომ სასამართლო განხილვის დასრულებამდე "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" აეკრძალოს ყოველგვარი მოქმედება "მაესტროს" სახელით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.” არსებული ტენდენცია ტელეკომპანიის თანამშრომლებს აფიქრებინებს, რომ მაუწყებლობას შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნას და ამის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG