Accessibility links

logo-print

ეუთო გმობს დაღესტანში ჟურნალისტის მკვლელობას


ეუთომ დაგმო დაღესტანში ცნობილი ჟურნალისტის, ჰაჯიმურად კამალოვის მკვლელობა და ხელისუფლებას მოუწოდა, იზრუნოს ჟურნალისტების დაცვაზე. კამალოვი, რომელიც გაზეთ „ჩერნოვიკის“ რედაქტორი და გამომცემელი იყო, ხუთშაბათს საღამოს მოკლეს გაზეთის რედაქციასთან, მახაჩყალაში. „ჩერნოვიკის“ მთავარმა რედაქტორმა, ბიაკაი მაგომედოვმა ასე აღწერა და შეაფასა მომხდარი: „ჰაჯიმურადი იმდენად მამაცი ადამიანი იყო, რომ ასეთ მდგომარეობაშიც კი შეძლო, ფეხში წვდომოდა ამ მკვლელს და უნდოდა, ის ძირს დაეგდო. მაგრამ არ გამოუვიდა. ჩემი აზრით, მკვლელობა რედაქციასთან მოეწყო სპეციალურად, დემონსტრაციულად - რედაქციის დასაშინებლად“, - ამ შეფასებას გამოთქვამს „ჩერნოვიკის“ მთავარი რედაქტორი მისი კოლეგის, ჟურნალისტ ჰაჯიმურად კამალოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. „ჩერნოვიკი“ ცნობილია რეპორტაჟებით პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე მეამბოხეებთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG