Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი სარკოზის მოუწოდებს, დაბლოკოს კანონპროექტი სომეხთა გენოციდის შესახებ


თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწოდა, დაბლოკოს კანონპროექტი, რომელიც საფრანგეთში დანაშაულად აცხადებს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის უარყოფას. სააგენტოს ცნობით, ერდოანი ნიკოლა სარკოზისადმი წერილობით მიმართვაში აღნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობისათვის „მძიმე შედეგები“ მოჰყვება საფრანგეთის პარლამენტში ასეთი კანონპროექტის დამტკიცებას. სომხეთი აცხადებს, რომ 1,5 მლნ სომეხი იქნა მოკლული ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. თავის მხრივ, თურქეთი ამბობს, რომ ქვეყანაში არეულობის დროს დაიღუპნენ 500 000-მდე სომეხი და, სულ ცოტა, ამდენივე თურქი. შესაბამისად, თურქეთი უარყოფს ტერმინ „გენოციდს“. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა 22 დეკემბერს განიხილავს კანონპროექტს, რომელიც, ჰოლოკოსტის უარყოფასთან ერთად, სომეხთა გენოციდის უარყოფასაც დანაშაულად გამოაცხადებდა.
XS
SM
MD
LG