Accessibility links

logo-print

ყაზახეთის ოპოზიცია ჟანაოზენის მოვლენების გამოძიებას ითხოვს


ყაზახეთში ოპოზიცია ითხოვს საგანგებო კომისიის შექმნას ჟანაოზენში მომხდარი მოვლენების ობიექტურად გამოსაძიებლად. გუშინ ამ ქალაქში არეულობების დროს, ოფიციალური მონაცემებით, ათი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 75 სამოქალაქო პირი და ექვსი პოლიციელი. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ბევრად დიდია.
XS
SM
MD
LG