Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში 8 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა უშიშროების ძალებთან დემონსტრანტების შეტაკებებში


ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რვა ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა უშიშროების ძალებსა და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს შორის შეტაკებებში კაიროში. შეტაკებები დაიწყო პარასკევს, მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები, რომ უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს და სცემეს ერთ-ერთ დემონსტრანტს. ამჟამინდელი გამოსვლები ყველაზე უფრო ძალადობრივია მას მერე, რაც გასულ თვეში კაიროში მომხდარ შეტაკებებში 40 დემონსტრანტი დაიღუპა. პროტესტანტები მოითხოვენ, რომ სამხედრო საბჭომ, რომელიც მართავს ეგვიპტეს მას მერე, რაც თებერვალში ჩამოგდებულ იქნა პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, დაუყოვნებლივ გადასცეს ხელისუფლება სამოქალაქო ორგანოს. უკანასკნელი ძალადობა დაკავშირებულია საპარლამენტო არჩევნებთან, რომელიც პირველია მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ.
XS
SM
MD
LG