Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა ტრიპოლიში ჩავიდა


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა ტრიპოლიში ჩავიდა. ის პენტაგონის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც ლიბიას ესტუმრა. პანეტას ვიზიტი მოსდევს ლიბიაში რვათვიან საპროტესტო გამოსვლებს და მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასასრულს. როგორც ვარაუდობენ, პანეტას ვიზიტი რამდენიმე საათს გასტანს. ის ლიბიის გარდამავალი მთავრობის წევრებს შეხვდება. ამ ვიზიტამდე გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ წყვეტენ სანქციებს ლიბის ცენტრალური ბანკისა და საგარეო ინვესტიციების ბანკის წინააღმდეგ და ყადაღას ხსნიან მილიარდობით დოლარს. ლიბიის ბანკების აქტივები გაყინულ იქნა, როცა მეამბოხეებმა მიმდინარე წლის დამდეგს ამბოხება წამოიწყეს კადაფის რეჟიმისთვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG