Accessibility links

logo-print

გენადი ზიუგანოვი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენეს


რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წამოყენებული 2012 წლის არჩევნებისთვის. მას ერთხმად დაუჭირეს დღეს მხარი პარტიის ყრილობის დელეგატებმა. ყრილობაზე სხვა კანდიდატები არ იყრიდნენ კენჭს. ზიუგანოვმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მომავალი წლის დეკემბერში სახელმწიფო დუმის რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს.
XS
SM
MD
LG