Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონ პანეტა ლიბიას დახმარებას დაჰპირდა


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა ტრიპოლიში ჩავიდა. ის პენტაგონის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც ლიბიას ესტუმრა. პანეტას ვიზიტი მოსდევს ლიბიაში რვათვიან საპროტესტო გამოსვლებს და მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასასრულს. პანეტა შეხვდა ლიბიის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს. პრემიერ-მინისტრ აბდ ალ-რაჰიმ ალ-ქეებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პანეტამ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ საჭირო დახმარებას აღმოუჩენს ლიბიას. ამ ვიზიტამდე გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ წყვეტენ სანქციებს ლიბის ცენტრალური ბანკისა და საგარეო ინვესტიციების ბანკის წინააღმდეგ და ყადაღას ხსნიან მილიარდობით დოლარს. ლიბიის ბანკების აქტივები გაყინულ იქნა, როცა მეამბოხეებმა მიმდინარე წლის დამდეგს ამბოხება წამოიწყეს კადაფის რეჟიმისთვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG