Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ტუნისში ათასობით დადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში


შაბათს ტუნისში ათასობით დადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში. ისინი გაიმართა იმ მოვლენების ერთი წლისთავზე, რომლებსაც პრეზიდენტ ზინ ბენ ალის ავტორიტარული რეჟიმის დამხობა მოჰყვა. ტუნისის ახალარჩეული პრეზიდენტი, მონსეფ მარზუკი მონაწილეობდა მიტინგში ქალაქ სიდი-ბუზიდში, სადაც ერთი წლის წინ, 17 დეკემბერს, კორუფციისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა ხილით მოვაჭრე ახალგაზრდამ. ამ მოვლენას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რის შედეგადაც იანვარში ბენ ალი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. შემოდგომაზე ტუნისში მრავალი წლის განმავლობაში პირველად ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. ტუნისის მოვლენები ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ - არაბულ ქვეყნებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების - დაწყებას მოასწავებდა. „არაბული გაზაფხულის“ შედეგად ხელისუფლება შეიცვალა ეგვიპტეში, ლიბიასა და იემენში.
XS
SM
MD
LG