Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაბარდო-ბალყარეთში მოკლულია შსს-ს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ოფიცერი


ყაბარდო-ბალყარეთში მოკლულია ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ოფიცერი. როგორც საგამოძიებო კომიტეტიდან იტყობინებიან, უცნობმა პირებმა შაბათ საღამოს ცეცხლი გაუხსნეს ვიცე-პოლკოვნიკ ვადიმ სულტანოვის მანქანას, როცა ის შინ ბრუნდებოდა ნალჩიკის მახლობლად მდებარე სოფელ ხასანიაში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს თავდამსხმელთა ძებნა.
XS
SM
MD
LG