Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი


ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი - ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი და ესეისტი. ჰაველი ჩეხოლოვაკიის ბოლო (1989-1992 წწ.) და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო (1993-2003). კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში ჰაველი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინებოდა. ის იყო ადამიანის უფლებათა მანიფესტის, „ქარტია 77“-ის ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი - დოკუმენტისა, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ოპოზიციური მოძრაობის წარმმართველ ძალად იქცა. ჰაველი ფილტვის კიბოთი იყო ავად და ბოლო წლებში რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.
XS
SM
MD
LG