Accessibility links

logo-print

ერაყის ტერიტორია დატოვა აშშ-ის ჯარების უკანასკნელმა ბადრაგმა


ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თანახმად, ამერიკის ჯარების უკანასკნელმა ბადრაგმა დატოვა ერაყის ტერიტორია და გადავიდა ქუვეითში. ამით დასრულდა ერაყიდან შეერთებული შტატების საბრძოლო შენაერთების გაყვანა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ თეთრ სახლში გამოსვლისას თქვა, რომ ერაყი მომავალში ამიერიდან თავად ერაყელების ხელშია. ერაყში ამერიკის ჯარები თითქმის 9 წლის წინ იყვნენ შეყვანილი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და მასობრივი განადგურების იარაღის საპოვნელად.
XS
SM
MD
LG