Accessibility links

logo-print

ჩეხეთის მრავალ ქალაქში ხალხი ქუჩებში გამოდის ვაცლავ ჰაველისთვის პატივის მისაგებად


ჩეხეთის მრავალ ქალაქში ხალხი ქუჩებში გამოდის ვაცლავ ჰაველისთვის პატივის მისაგებად. პრაღაში ათასობით ადამიანი გავიდა ყვავილებითა და სანთლებით ვაცლავის მოედანსა და სახალხო გამზირზე ქალაქის ცენტრში. სპონტანური აქციები ტარდება სხვა ქალაქებშიც. ჩეხეთის რესპუბლიკა მთელი მსოფლიოდან იღებს სამძიმარს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი წინააღმდეგობა, რომელსაც უწევდა ჰაველი კომუნისტურ რეჟიმს, მთელ მსოფლიოში შთააგონებს ხალხს. ჰაველის სიკვდილს გამოეხმაურნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის ავსტრიისა და სხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის უფლებადამცველები და ოპოზიციური პოლიტიკოსები.
XS
SM
MD
LG