Accessibility links

logo-print

კიევში იმართება ევროკავშირი-უკრაინის სამიტი


დღეს კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტი იმართება. მოელოდნენ, რომ სამიტზე ხელი მოეწერებოდა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, თუმცა, იულია ტიმოშენკოს პატიმრობამ ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობები დაძაბა. ევროკავშირი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისგან იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას მოითხოვს. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პრემიერ-მინისტრობის დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. პატიმრობის მიუხედავად, იულია ტიმოშენკო დღეს აპირებს გაავრცელოს მიმართვა, რომლითაც მოუწოდებს მხარეებს ხელი მოაწერონ ასოცირების შესახებ შეთანხმებას უკრაინის საკეთილდღეოდ.
XS
SM
MD
LG