Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მაშველებმა იპოვეს საბურღი ბაქნის ჩაძირვის შედეგად დაღუპული 16 ადამიანი


რუსეთიდან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მაშველებმა იპოვეს კუნძულ სახალინთან საბურღი ბაქნის ჩაძირვის შედეგად დაღუპული 16 ადამიანი. გრძელდება დაკარგულად მიჩნეული კიდევ 37 ადამიანის ძებნა. ავარია მოხდა შაბათს ღამით. ბაქანი, რომელიც ბუქსირით მიჰყავდათ კამჩატკის სანაპიროდან სახალინისაკენ, შტურმის დროს გადატრიალდა და ჩაიძირა. ბაქანზე იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათგან 14 გადაარჩინეს. რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა კვირას გასცა განკარგულება ავარიის გამოძიების შესახებ. გამომძიებლების ვარაუდით, ავარიის მიზეზებს შორის შესაძლოა, ყოფილიყო უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა.
XS
SM
MD
LG