Accessibility links

logo-print

ნატო გააგრძელებს ღამის რეიდებს ავღანეთში


ნატო ავღანეთში კვლავაც გააგრძელებს ღამის რეიდებს სავარაუდო მეამბოხეების მოსაძებნად მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის რამდენჯერმე აქვს გამოთქმული პროტესტი ასეთი ოპერაციების წინააღმდეგ. ამ საკითხზე საუბრისას, ნატოს პრესმდივანმა, კარსტენ იაკობსონმა ისიც აღნიშნა, რომ თითქმის ყველა რეიდში მონაწილეობენ ავღანეთის საგანგებო დანიშნულების შენაერთები. პრეზიდენტი კარზაი მოითხოვს, ბოლო მოეღოს უცხოელი ჯარისკაცების შეჭრას ავღანელების სახლებში მაშინ, როცა საერთაშორისო კოალიციის ლიდერები ღამის რეიდებს მიიჩნევენ ყველაზე უსაფრთხო ოპერაციებად მეამბოხეთა ლიდერების დასაკავებლად. ნატოს პრესმდივნის განცხადებით, რეიდების დროს დაღუპულთა მხოლოდდამხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენენ სამოქალაქო პირები.
XS
SM
MD
LG