Accessibility links

logo-print

კაიროში სიმშვიდეა წუხანდელი შეტაკებების შემდეგ


ეგვიპტიდან იუწყებიან, რომ კაიროს ცენტრში სიმშვიდეა მას შემდეგ, რაც წუხელ, სულ ცოტა, ორი ადამიანი შეიწირა შეტაკებებმა დემონსტრანტებსა და ჯარისკაცებს შორის. სახელმწიფო მედიაში მოყვანილია თვითმხილველების ჩვენება, რომ შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც არმიამ და უშიშროების ძალებმა სცადეს კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა. წუხანდელი ინციდენტის შედეგად 12-მდე გაიზარდა პარასკევს დაწყებული შეტაკებების მსხვერპლთა რიცხვი. ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია ასობით ადამიანი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ძალადობის გამო და ეგვიპტის ხელისუფლებას მოუწოდა, მართლმსაჯულებას გადასცეს დემონსტრანტების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები. შეშფოთება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმაც.
XS
SM
MD
LG