Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სუნიტი ვიცე-პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცეს


ერაყის შიიტების მეთაურობით მმართველმა მთავრობამ გასცა ამ ქვეყნის ვიცე-პროეზიდენტის, თარიქ ალ-ჰაშემის დაპატიმრების ორდერი. ერაყის უმაღლესი რანგის სუნიტი ოფიციალური პირი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, ადილ დაჰამმა ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა. ამავე დროს სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აღიარებითი ჩვენებები, რაც, სავარაუდოდ უკავშირდება ალ-ჰაშემის. ეს ამბავი მოხდა მას მერე ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-მა დაასრულა ერაყში ცხრაწლიანი ომი და ბოლო სამხედროები გაიყვანა ერაყიდან. ალ ჰალემი სუნიტების მომხრეთა სეკულარული ბლოკის "ირაყიას" ერთ-ერთი ლიდერია. ბლოკმა დატოვა პარლამენტი იმის პროტესტის ნიშნად, რომ უმთავრეს თანამდებობებს შიიტი პრემიერ-მინისტრი, ნური ალ-მალიკი აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG