Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ჭიპაშვილი


დავით ჭიპაშვილი

დავით ჭიპაშვილი

20 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი. მან ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის მიმართ მესტიის რაიონის ხაიშის თემის მოსახლეობის პოზიციაზე ილაპარაკა. ხაიშის თემის მოსახლეობამ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც მოქალაქეთა ხელმოწერები ახლავს. ”ხაიშის თემის მოსახლეობა თხოვნით მიმართავს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას: კიდევ ერთხელ შევაფასოთ ხუდონჰესის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაითავისოთ ჩვენი მდგომარეობა და მხოლოდ შემდგომ ამისა გავაკეთოთ დასკვნა - რა უმჯობესია ქვეყნისათვის - ხაიშის თემის და შესაბამისად, მესტიის რაიონის შენარჩუნება, თუ მხოლოდ ჰიდროენერგეტიკის განვითარება” - ნათქვამია ღია წერილში.

XS
SM
MD
LG