Accessibility links

logo-print

კიევში სასამართლო ტიმოშენკოს აპელაციას განიხილავს


კიევში სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საჩივარს, რომელიც მან რაიონული სასამართლოს საბრალდებო განაჩენთან დაკავშირებით შეიტანა ე.წ. ”გაზის საქმესთან” დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სხდომაში მონაწილეობას თვად ტიმოშენკო. წინა მოსმენებზე მან ვერ შესძლო დასწრება ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო. ტიმოშენკოს ადვოკატები არგამორიცხავენ, რომ ამჯერად შესაძლოა ის ძალით მიიყვანონ საგამოძიებო იზოლატორიდან სასამართლოში.
XS
SM
MD
LG