Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეაში მედია გარდაცვლილი ლიდერის ცხედარს აჩვენებს


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია დღეს გადასცემს ფოტოებს, რომლებიც გარდაცვლილი ლიდერის, კიმ ჩენ ირის შუშის კუბოს და მის ცხედარს ასახავს. ფოტოებზე ასევე აღბეჭდილია მისი უმცროსი შვილი, კიმ ჩენ ინი - რომელიც, სავარაუდოდ, ლიდერის პოსტზე მამის შემცვლელი იქნება - და სხვა ოფიციალური პირები. გარდაცვლილი ლიდერის ცხედარი ფხენიანის მემორიალურ სასახლეშია დასვენებული. სახელმწიფო მედიამ ორშაბათს გაავრცელა ცნობა, რომ ის 69 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ლიდერის სიკვდილის შემდეგ „მშვიდობის გზას“ დაადგება. ამასთან, კლინტონი აცხადებს, რომ აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ხალხის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG