Accessibility links

logo-print

აშშ „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს ყაზახეთში ძალადობის გამო


აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ყაზახეთის დასავლეთში ბოლო დღეებში მიმდინარე ძალადობის გამო. პარასკევს 14 ადამიანი შეეწირა შეტაკებებს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომელთა შორის ნავთობის სფეროს გაფიცვაზე მყოფი მუშებიც იყვნენ. დაიჭრა 80-მდე პირი. შაბათს მეზობელ სოფელ შეტპეში ერთი ადამიანი იქნა მოკლული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გამოსვლების შემდეგ რეგიონთან კომუნიკაციის ზოგიერთი ხაზი გაწყდა და ყაზახეთის მთავრობას მოუწოდებს „სწრაფად და სრულად“ აღადგინოს პრობლემურ რეგიონთან სატელეფონო და სხვა სახის კავშირი. ჟანაოზენში მუშები მაისის შემდეგ არიან გაფიცვაზე, ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით. მთავრობა უარყოფს, რომ ამ დღეების არეულობას მშრომელთა უფლების საკითხთან აქვს კავშირი.
XS
SM
MD
LG