Accessibility links

logo-print

მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან


მედიის წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან. აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა მხარდამჭერებთან ერთად მოითხოვეს, შეწყდეს ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ტელეკომპანია "მაესტროს" შენობის ”ოკუპაცია” და პრესის გავრცელების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია. თბილისში პრესის ჯიხურების აღებით შექმნილი პრობლემების გამო, დღევანდელ ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს პრეზიდენტის პრესსპიკერს, მანანა მანჯგალაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია და დაინტერესებულმა პირებმა კომენტარისთვის მერიას უნდა მიმართონ.
XS
SM
MD
LG