Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი განიხილა


საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ დეპუტატთა რაოდენობა კვლავ 150 იქნება, თუმცა, მათგან მაჟორიტარული სისტემით უკვე არა 75, არამედ 73 დეპუტატი აირჩევა, პროპორციული წესით არჩეულთა რიცხვი კი, 75-დან 77 -მდე გაიზრდება. გარდა ამისა, ფრაქციის შექმნას შეძლებს ყველა პარტია, რომელიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ამასთან, იზრდება კონსტიტუციის შესაცვლელად აუცილებელი კვორუმი, რომელიც ამჟამინდელი ორი მესამედის ნაცვლად სამი მეოთხედით განისაზღვრება. ეს ცვლილება 2013 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG