Accessibility links

logo-print

უკრაინა შეამოწმებს ცნობას ბელორუსიაში დემონსტრანტების დაკავების შესახებ


უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დიპლომატს აგზავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბელორუსიაში მდებარე გომელის ოლქში მას შემდეგ, რაც, უკრაინელი ქალების ორგანიზაციის განცხადებით, მისი აქტივისტები მინსკიდან გომელის ოლქში ჩაიყვანა ბელორუსიის კა-გე-ბემ, მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების მოსახდენად. უკრაინელი ფემინისტების ორგანიზაცია „ფემენის“ ინფორმაციით, მისი სამი აქტივისტი ორშაბათს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც წელს ზემოთ შიშველმა ჩაატარა აქცია მინსკში, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. როგორც „ფემენის“ ლიდერმა, ჰანა ჰუცოლმა უთხრა ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურს აქტივისტებზე, რომლებიც გომელშივე გაათავისუფლეს: „ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ ჯანმრთელობას უჩივიან. ძალიან შეეშინდათ. ისინი გუშინ დააკავა კაგებემ. მანქანით მიჰყავდათ მთელი ღამე, მერე ტყეში მიიყვანეს, ნავთი გადაასხეს და ცეცხლის წაკიდებით დაემუქრნენ, დანითაც ემუქრებოდნენ, თმა მოაჭრეს დანით, ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეს და მერე ტყეშივე დატოვეს“ - განაცხადა ბელორუსიაში უკრაინელი აქტივისტების დაკავების შესახებ "ფემენის" ლიდერმა. ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის შემოწმება დამოუკიდებელი წყაროების მიერ. ბელორუსიის კა-გე-ბე უარს ამბობს კომენტარზე.
XS
SM
MD
LG