Accessibility links

logo-print

ირანი იწვევს გაეროს ბირთვული სააგენტოს დელეგაციას


ირანი აცხადებს, რომ გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მიიწვია თეირანში მოსალაპარაკებლად და მზად არის, იმსჯელოს ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეულ შეშფოთებაზეც. გაეროს ბირთვულ სააგენტოში ირანის ელჩის, ასღარ სოლთანეის განცხადებით, თეირანმა 9 დეკემბერს წერილი გაუგზავნა ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელს, იუკია ამანოს და გაეროს სააგენტოს დადებითი პასუხი მიიღო. გაეროს სააგენტოს ჯერ არ გაუკეთებია ამ საკითხზე კომენტარი.
XS
SM
MD
LG