Accessibility links

logo-print

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მოსკოვში 2002 წელს დაზარალებულთა სარჩელი


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსკოვში, დუბროვკის თეატრალურ ცენტრში 2002 წლის ტერაქტის შედეგად დაზარალებულთა სარჩელი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთმა სათანადოდ ვერ განახორციელა თეატრში ტერორისტების მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების ოპერაცია და, შესაბამისად, მოსკოვს დაავალა დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდა. კომპენსაცია მილიონ ევროს აღემატება და უნდა განაწილდეს 64 მომჩივანზე, რომელთა შორისაც არიან გადარჩენილებიც და დაღუპულთა ნათესავებიც. საქმე ეხება 2002 წლის ოქტომბრის მოვლენებს, როცა 40-ზე მეტი ჩეჩენი მეამბოხე შეიჭრა მოსკოვში მდებარე დუბროვკის თეატრში და მძევლად აიყვანა 900-მდე ადამიანი. მძევლების გათავისუფლების ოპერაციის მსვლელობაში დაიღუპა 130-მდე სამოქალაქო პირი. თავდამხსმელები მოითხოვდნენ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.
XS
SM
MD
LG