Accessibility links

logo-print

ჩეხეთში დღეიდან გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა


ჩეხეთის რესპუბლიკაში დღეიდან ოფიციალურად არის გამოცხადებული სამდღიანი გლოვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ცნობილი მოღვაწის - ვაცლავ ჰაველის ხსოვნის პატივსაცემად. ის კვირას 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვაცლავ ჰაველის ცხედარი პრაღის ციხესიმაგრეშია დასვენებული. მას 23 დეკემბერს დაკრძალავენ. ცერემონიას მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
XS
SM
MD
LG