Accessibility links

ალექსეი ნავალნი: მასობრივი საპროტესტო აქციები გაგრძელდება


მასობრივი აქციები რუსეთის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად გაგრძელდება, - განუცხადა ჟურნალისტებს 15 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ცნობილმა ბლოგერმა და სამოქალაქო აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ. ის დღეს დილით გაათავისუფლეს მოძრაობა ”სოლიდარობის” ერთ-ერთ ლიდერ ილია იაშინთან ერთად. ნავალნის დასახვედრად ასამდე მომხრე და ჟურნალისტი მივიდა. იქვე მოწყობილ პრესკონფერენციაზე ნავალნიმ განაცხადა, რომ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციამ ნებისმიერ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი ვლადიმირ პუტინის გარდა. ოპოზიცია რუსეთში 24 დეკემბრის მასობრივი აქციისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG