Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი მოითხოვს, ბაღდადს გადაეცეს ვიცე-პრეზიდენტი ალ-ჰაშემი


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ ამ ქვეყანაში ქურთების ავტონომიური რეგიონის ლიდერებს მოუწოდა, ბაღდადს გადასცენ ვიცე-პრეზიდენტი ტარეკ ალ-ჰაშემი, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული ტერორიზმში ეჭვმიტანის საფუძველზე. პრემიერ-მინისტრმა დღეს ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰაშემი მართლმსაჯულებას უნდა გადაეცეს. ჰაშემი არის ერაყში ყველაზე მაღალი რანგის სუნიტი ოფიციალური პირი და სეკულარულ პარტია „ერაყიას“ ერთ-ერთი ლიდერი. ეს პარტია, რომელიც სუნიტების მხარდაჭერით სარგებლობს, ბოიკოტს უცხადებს ერაყის კოალიციურ მთავრობას, რითაც აპროტესტებს საკვანძო მნიშვნელობის პოსტების გაკონტროლებას შიიტი პრემიერ-მინისტრის მიერ. ორშაბათს ბაღდადში განაცხადეს, რომ გაცემულია ალ-ჰაშემის დაპატიმრების ორდერი ტერორიზმში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG