Accessibility links

დავით ბაქრაძის თქმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის მიზანი არ არის ვინმეს შეზღუდვა


პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გამკაცრების მიზანია არა ვინმეს შეზღუდვა, არამედ საერთაშორისო ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, კანონპროექტი მომზადდა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე და ექსპერტიზა გაიარა ვენეციის კომისიაში. რაც შეეხება შენიშვნებს, ბაქრაძის თქმით, კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცებული ჯერ არ არის და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაცების შენიშვნები განიხილოს.
XS
SM
MD
LG