Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მოკლეს 21 ქურთი მეამბოხე


თურქეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში მოკლეს 21 ქურთი ექსტრემისტი, მათ შორის ადგილობრივი სამხედრო მეთაური. ოფიციალური პირის ცნობით, თურქმა ჯარისკაცებმა გასულ კვირაში დაიწყეს ოპერაცია მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 30-მდე მებრძოლისაგან შემდგარი ჯგუფი უმეტესწილად ქურთებით დასახლებულ რეგიონში - სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. ოპერაციაში მონაწილეობს 3000-მდე თურქი ჯარისკაცი, სამხედრო ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან ერთად. „ქურთისტანის მუშათა პარტია“, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, იბრძვის სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთისტანის ავტონომიისათვის.
XS
SM
MD
LG