Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სასამართლომ უარყო ტიმოშენკოს სარჩელი


უკრაინაში სასამართლომ უარყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს სარჩელი, მიმართული მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების დასაბლოკად. შედეგად, გზა გაეხსნა პროცესს, რომელზეც ტიმოშენკოს მოუწევს, თავი დაიცვას ფულის გაფლანგვისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებებისაგან. კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს გადაწყვეტილება წაიკითხეს მას შემდეგ, რაც დარბაზი დაატოვებინეს ჟურნალისტებს. ტიმოშენკოს წელს, ოქტომბერში მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. მას გასაჩივრებული აქვს ეს განაჩენი. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კი ეხება ტიმოშენკოსათვის წაყენებულ ახალ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG