Accessibility links

logo-print

„ფემენი“ გააგრძელებს აქციებს ბელორუსიის რეჟიმის წინააღმდეგ


უკრაინელ უფლებადამცველთა მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ განაგრძობენ საპროტესტო აქციებს ბელორუსიის ხელისუფლების წინააღმდეგ, „ფემენის“ წევრების მიმართ ბელორუსიაში მიღებული ზომების მიუხედავად. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ფემენის“ სამი აქტივისტი მინსკში ჩატარებული აქციის შემდეგ დააკავეს, წაიყვანეს სამხრეთ ბელორუსიაში, გააშიშვლეს და იქვე, ტყეში დატოვეს. მათ ცეცხლის წაკიდებითაც დაემუქრნენ. უკრაინული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ზომებში ადანაშაულებენ ბელორუსიის უშიშროების უწყებას, კა-გე-ბეს. მაგრამ კა-გე-ბეს ხელმძღვანელმა, ვადიმ ზაიცევმა დღეს კატეგორიულად უარყო ინციდენტთან მისი უწყების კავშირი და ბრალდებას უწოდა „უხეში პროვოკაცია“. „ფემენის“ დაზარალებული წევრები ოთხშაბათს დაბრუნდნენ უკრაინაში, მინსკში ამ ქვეყნის კონსულის თანხლებით. მინსკში მათ საპროტესტო აქციით აღნიშნეს ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული დემონსტრაციის დარბევის წლისთავი.
XS
SM
MD
LG