Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთს და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ საფრანგეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს, თუ საფრანგეთის პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა დახოცვის გენოციდად აღიარების უარყოფა დანაშაულად ჩაითვლება. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ხვალ უნდა განიხილოს შესაბამისი კანონპროექტი. თურქეთი ამ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG