Accessibility links

პაკისტანის მთავრობა შობის პერიოდში ქრისტიანულ ეკლესიებს დაიცავს


პაკისტანის ხელისუფლება შობის პერიოდში ქვეყნის ქალაქებში ქრისტიანულ ეკლესიებთან განათავსებს პოლიციის დამატებით რაზმებს და სნაიპერებს. პაკისტანის პოლიციის ცნობით, ქრისტიანული ობიექტების უსაფრთხოებას ორნახევარ ათასამდე პოლიციელი დაიცავს. ქრისტიანები პაკისტანში ხშირად არიან ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმის სამიზნე. ქრისტიანული თემის დიდი ნაწილი, რომელიც პაკისტანის მოსახლეობის სამ პროცენტს შეადგენს, ქალაქ ლაჰორსა და მის შემოგარენში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG