Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა ირანელი ლტოლვილების ბანაკის დახურვა გადადო


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ-მალიქმა გადადო ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ირანელი ლტოლვილების ბანაკის, აშრაფის დახურვა ნახევარი წლით. ამის შესახებ ერაყის პრემიერმა განაცხადა. ეს მან, მისივე თქმით, გააკეთა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის თხოვნით. აშრაფის ბანაკში ცხოვრობს სამი ათასამდე ირანელი, რომლებიც ერაყის მხარეს იყვნენ ერაყ-ირანიი ომის დროს. ერაყის ახლანდელი მთავრობა ბანაკის სხვაგან გადატანას აპირებს, მაგრამ პირობებზე ჯერ არ შეთანხმებიან გაეროს.
XS
SM
MD
LG