Accessibility links

თურქეთმა საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა, გაიწვია ელჩი პარიზიდან


საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, დანაშაულია იმის უარყოფა, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა გენოციდი იყო. საფრანგეთმა ეს ხოცვა-ჟლეტა 2001 წელს აღიარა „გენოციდად“. დღეს მიღებული კანონი გულისხმობს სასჯელს - ერთი წლის ვადით პატიმრობას და 59 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას. თურქეთმა, მომხდარის საპასუხოდ, დღეს თავისი გაიხმო ელჩი პარიზიდან. ამას მოჰყვა თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადება, რომ თურქეთი წყვეტს სამხედრო თანამშრომლობას საფრანგეთთან. ამასთან, საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავებს ჩამოერთვათ უფლება დასხდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, გემებს კი -შევიდნენ თურქეთის ნავსადგურებში. ანკარა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პარიზში რამდენიმე ათასმა ეთნიკურად თურქმა მოქალაქემ კანონპროექტის მიმართ საპროტესტო აქცია მოაწყო ეროვნული კრების შენობასთან. სომხური მხარე აცხადებს, რომ ოსმალეთში მილიონნახევარი სომეხი დაიხოცა 1915 წელს.
XS
SM
MD
LG