Accessibility links

logo-print

ყაზახეთი არეულობის გამოძიებისთვის გაეროს ეპატიჟება


ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა გაერო მიიწვია, მონაწილეობა მიიღოს გასული კვირის სისხლიანი შეტაკებების გამოძიებაში. ამ შეტაკებებს, რომელიც მოხდა ჟანაოზენში უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის, მსხვერპლი მოჰყვა, დაიხოცა 15 ადამიანი. ცნობით, გენერალურმა პროკურორმა, ასხატ ბულაევმა გაერო გამოძიებისთვის მიიწვია, შუა აზიაში, უფლებების სფეროში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთან, არმენ ჰარუტუნიანთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა ნაზარბაევმა „ხულიგნები“ დაადანაშაულა ძალადობაში და ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა.
XS
SM
MD
LG